მოხმარების წესები

გთავაზობთ საძიებო სისტემას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი პროგრამის /დონორის პოვნაში.

მოხმარების წესები ძალიან მარტივია:

დაიწყეთ პირველი საძიებო ფანჯრით და ჩამოშლილი ვარიანტებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი: რისთვის ეძებთ დაფინანსებას? გსურთ საზღვარგარეთ სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება, თუ ეძებთ დონორს კვლევის განხორციელებისათვის?
პირველადი მიზნის განსაზღვრის შემდეგ სისტემა შემოგთავაზებთ დამატებით კითხვებს, რომ საძიებო მოთხოვნა უფრო დაკონკრეტდეს. ბოლოს შემოგთავაზებთ თქვენი საძიებო პარამეტრების შესაბამისი პროგრამების/ფონდების ჩამონათვალს თანდართული განმარტებებით. იქ, სადაც დონორ ორგანიზაციას საქართველოს წარმომადგენლობა აქვს, მოცემულია ადგილობრივი კოორდინატორების საკონტაქტო ინფორმაცია.

          ____________________________________________________________________________________________________________________

 

  • თუ ეძებთ დაფინანსებას სწავლისათვის, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ უმაღლესი განათლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა, პოსტდოკი*), შემდეგ ის დარგი/მიმართულება**, რომელშიც გსურთ აკადემიური ხარისხის მიღება/სწავლის მოკლევადიანი პერიოდის გატარება, ხოლო შემდეგ უკვე ის ქვეყანა, სადაც გსურთ სწავლა. მიაქციეთ ყურადღება, რომ ბევრ ქვეყანაში საგანმანათლებლო პროგრამებს უცხოელებს სთავაზობენ ინგლისურ, და არა მასპინძელი ქვეყნის ენაზე, ასე რომ არ დაგავიწყდეთ სწავლების ენის მონიშვნაც. 

*პოსტდოკი - მართალია, საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს "პოსტდოკის" ცნებას, დასავლეთის ქვეყნებში უამრავი სტიპენდია გაიცემა სწორედ ამ სამიზნე კატეგორიისათვის. პოსტდოკი არის დოქტორის ხარისხის მქონე პირი, რომელიც კარიერის საწყის ეტაპზე (მაგ. აშშ-ში დისერტაციის დაცვიდან ხუთი წლის განმავლობაში) ახორციელებს კვლევას და ემზადება აკადემიური პოზიციის დასაკავებლად. პოსტდოკის სტიპენდიები საძიებო სისტემაში მოცემულია კატეგორიაში "სწავლა", თუმცა თავისი შინაარსით სამეცნიერო კვლევას წარმოადგენს. 

** დარგი/მიმართულება - საგანმანათლებლო პროგრამების პროფილის განსაზღვრისას ორიენტირად გამოვიყენეთ UNESCO-ს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ნომენკლატურა, ასევე Erasmus+ პროგრამების კატალოგი. დარგებისა და მიმართულებების დეტალური კლასიფიკაცია მოცემულია დანართში. გაითვალისწინეთ, რომ ერთი და იგივე დონორი პროგრამა ხშირ შემთხვევაში აფინანსებს სწავლას სხვადასხვა მიმართულებით, ამიტომ, თუ პირველმა ძიებამ შედეგზე არ გაგიყვანათ, დაიზღვიეთ თავი და მონიშნეთ დარგის/მიმართულების კატეგორიაში "ნებისმიერი". 

 

  • თუ ეძებთ დაფინანსებას კვლევისათვის, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, გსურთ ინდივიდუალური კვლევითი გრანტის მიღება, თუ პროექტზე ორგანიზაციამ ჯგუფურად უნდა იმუშაოს. შემდეგ მოგიწევთ დაფინანსების მიმღების დაკონკრეტება (ორგანიზაციის ტიპი, კერძო პირის კვალიფიკაცია). ამის შემდგომ ირჩევთ კვლევის სფეროს (იხ. კომენტარი ზემოთ **დარგის/მიმართულების შესახებ) და ქვეყანას. გაითვალისწინეთ, რომ კლვევითი პროექტის განხორციელება ასევე შესაძლებელია უცხოური დაფინანსებით საქართველოში. ამ შემთხვევაში კატეგორიაში "აირჩიეთ ქვეყანა" უნდა მონიშნოთ "ნებისმიერი". 

 

  • თუ ეძებთ დაფინანსებას ტრენინგისათვის/კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, უნდა განსაზღვროთ სამიზნე ჯგუფი (კერძო პირი/ორგანიზაცია), შემდეგ დააკონკრეტოთ ტრენინგის მონაწილის კვალიფიკაცია/ტიპი, ხოლო ამის შემდგომ დაადგინოთ ტრენინგის სფერო. გაითვალისწინეთ, რომ სტაჟირება, პრაქტიკა, უცხო ენის შესავლა, სწორედ ამ კატეგორიაში შედის. ისევე როგორც აკადემიური პროგრამების შემთხვევაში, ბევრ ქვეყანაში კვალიფიკაციის ამაღლების/ტრენინგის ენა არის ინგლისური.

 

  • თუ ეძებთ დაფინანსებას ორგანიზაციული განვითარებისათვის, უნდა დააკონკრეტოთ ორგანიზაციის ტიპი (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია), შემდგომ პროექტის სფერო და ქვეყანა. გაითვალისწინეთ, რომ რიგ შემთხვევებში ორგანიზაციული განვითარების პროგრამები ასევე კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს მოიცავს (ან შინაარსობრივად ძალიან მსგავსია), შესაბამისად არსებობს გადაფარვები.

 

გისურვებთ წარმატებას!