Online ძიება

Search Funding
Search Funding

Hubert H. Humphrey Fellowship Program / ჰამბერტ ჰამფრის სამუშაო/კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა


აღწერა:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ჰამბერტ ჰამფრის სამუშაო/კვლევით სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ითვალისწინებს გამოცდილი, ლიდერის უნარების მქონდე პროფესიონალების დაფინანსებას ერთწლიან აკადემიური სამუშაო კურსებსა და სხვა კარიერული განვითარების აქტივობებზე.

პროგრამა უზრუნველყოფს მომავალი ლიდერებისა და პოლიტიკის გამტარებლებისათვის შესაბამისი გამოცდილებით აღჭურვას  აშშ-ს საზოგადოების, კულტურისა და სხვადასხვა სფეროებში. პროგრამა ხელს უწყობს სასასრგებლო და ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას ამერიკელ და სხვა ქვეყნების პროფესიონალებს შორის. 

კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა ჩვეულებრივ მოიცავს პროფესიონალების ვიზიტებს, კონფერენციებსა და სულ მცირე 6 კვირიან სამუშაო კონტრაქტებს.

სფეროები: მდგრადი აგანვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, განათლება, ჯანდაცვა და სხვა. 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ: www.humphreyfellowship.org ან ეწვიეთ აშშ-ს საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდს:http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/humphrey-fellowship-program.html 

საკონტაქტო პირი - ნინო გაგუა GabuniaG@state.gov