Online ძიება

Search Funding
Search Funding

Horizon 2020 Research and Innovation Framework Programme / ჰორიზონტი 2020 – კვლევებისა და ინოვაციების საგრანტო პროგრამა


აღწერა:

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის ყველაზე მოცულობითი საგრანტო პროგრამა ინოვაციების და კვლევების მიმართულებით, რომლის ბიუჯეტი 80 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამის ხანგრძლივობაა 2014-2020 წლები. პროგრამის მიზანია არა მარტო კერძო ინვესტიციების და დაინტერესების გაზრდა არამედ ახალი, თანამედროვე მიდგომების და აღმოჩენების შექმნა, რომლებიც ლაბორატორიებიდან რეალურ სამყაროში გადმოინაცვლებს.

კოლაბორაციული პროექტების შემთხვევაში ფინანსდება მინიმუმ 3 ორგანიზაციისაგან შემდგარი კონსორციუმი რომელშიც წარმოდგენილი არიან ევროკავშირის წევრი სხვადასხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ორგანიზაციები ან ასოცირებული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. პარტნიორის ძებნის მექანიზმების საშუალებით საინფორმაციო გვერდზე შესაძლებელია სასურველი პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება, ამასთან თვითონ ამ გვერდზევე შესაძლებელია საკუთარი პროექტის ან კოლაბორაციის შეთავაზების განთავსება.

შესაძლებელია:

  • ორგანიზაციის
  • ჯგუფის
  • ინდივიდუალური მკვლევარის  განაცხადის წარდგენაც.

ამგვარ საშუალებებს იძლევიან :

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოსაძიებლად გთხოვთ ეწვიოთ საინფორმაციო გვერდს 

ჰორიზონტი 2020- ის საინფორმაციო გვერდი