Online ძიება

Search Funding
Search Funding

HFSP Research Grants / HFEP კვლევითი გრანტები


აღწერა:

კვლებითი გრანტები განკუთვნილია მეცნიერთა ჯგუფებისათვის სხვადახვა ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ საკუთარი გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაერთიანება ისეთი საკითხების ირგვლივ, რომლებიც ერთი ინდივიდუალური ლაბორატორიის მუშაობის ფარგლებს სცილდება. აქცენტი კეთდება ისეთ თანამშრომლობაზე, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერების კოლაბორაციას სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების პრობლემატიკაზე. 

მკვლევართა ჯგუფი ინტერნაციონალური უნდა იყოს. ძირითადი აპლიკანტი უნდა იყოს შემდეგი ქვეყნიდან: http://www.hfsp.org/funding/eligible-countries თუმცა სხვა მონაწილე მეცნიერები შესაძლოა მსოფლიოს ნებიმიერი ქვეყნიდან იყვნენ ჩართული.  

HFSP ვებგვერდის მეშვეობით აპლიკანტმა უნდა წარადგინოს სამოტივაციო წერილი, რომლის განხილვის შემდეგ შერჩეული ჯგუფები უკვე სრულ კვლევით განაცხადს წარადგენენ. 

გაიცემა ორი სახის კვლევითი გრანტები: გრანტები ახალგაზრდა მკვლევრებისათვის და პროგრამული გრანტები:

გრანტები ახალგაზრდა მკვლევრებისათვის განკუთვნილია მკვლევართა ჯგუფებისათვის, რომელთა წევრები პირველი ხუთი წელია რაც ინდივიდუალურ მუშაობას ეწევიან, როგორც ასისტენ-პროფესორები და ლექტორები.   

პროგრამული გრანტები გადაეცემა მკვლევრების დამოუკიდებელ ჯგუფებს მათი კარიერის ნებისმიერ ეტაპზე. თითო პროექტისათვის თითო წელს $450,000 მოთხოვნაა შესაძლებელი. უპირატესობა ენიჭება ისეთ პროექტებს, რომლებშიც ჩართული არიან ახლაბედა მკვლევრები. 

საკონტაქტო ინფორმაცია 

International Human Frontier Science Program Organization
12, quai Saint-Jean
67000 Strasbourg
France

For Research Grantsgrant@hfsp.org, Tel: +33 3 88 21 51 26

For Long-Term and Cross-Disciplinary Fellowshipsfellow@hfsp.org, Tel: +33 3 88 21 51 27

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ, იხილოთ ბმული: