Online ძიება

Search Funding
Search Funding
1 2 3 4 »

Horizon 2020 Research and Innovation Framework Programme / ჰორიზონტი 2020 – კვლევებისა და ინოვაციების საგრანტო პროგრამა


აღწერა:

ჰორიზონტი 2020 არის ევროკავშირის ყველაზე მოცულობითი საგრანტო პროგრამა ინოვაციების და კვლევების მიმართულებით, რომლის ბიუჯეტი 80 მილიარდ ევროს შეადგენს. პროგრამის ხანგრძლივობაა 2014-2020 წლები. პროგრამის მიზანია არა მარტო კერძო ინვესტიციების და დაინტერესების გაზრდა არამედ ახალი, თანამედროვე მიდგომების და აღმოჩენების შექმნა, რომლებიც ლაბორატორიებიდან რეალურ სამყაროში გადმოინაცვლებს.


HFSP Research Grants / HFEP კვლევითი გრანტები


აღწერა:

კვლებითი გრანტები განკუთვნილია მეცნიერთა ჯგუფებისათვის სხვადახვა ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ საკუთარი გამოცდილებისა და ინოვაციური მიდგომების გაერთიანება ისეთი საკითხების ირგვლივ, რომლებიც ერთი ინდივიდუალური ლაბორატორიის მუშაობის ფარგლებს სცილდება. აქცენტი კეთდება ისეთ თანამშრომლობაზე, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მიმართულების მეცნიერების კოლაბორაციას სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების პრობლემატიკაზე. 

 


The Fogarty International Center / ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი


აღწერა:

ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი ხელს უწყობს ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მისიის განხორციელებას და მხარს უჭერს კვლევით პროექტებსა და თანშრომლობას აშშ-სა და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და მკვლევრების დონეზე, ისევე როგორც ახალგაზრდა მეცნიერების მომავალი თაობის გადამზადებას, რათა მათ უპასუხონ მსოფლიოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებსა და საჭიროებებს.


Hubert H. Humphrey Fellowship Program / ჰამბერტ ჰამფრის სამუშაო/კვლევითი სასტიპენდიო პროგრამა


აღწერა:

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ჰამბერტ ჰამფრის სამუშაო კვლევითი სტიპენდიების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამა ითვალისწინებს გამოცდილი, ლიდერის უნარების მქონდე პროფესიონალების დაფინანსებას ერთწლიან აკადემიური სამუშაო კურსებსა და სხვა კარიერული განვითარების აქტივობებზე. 


DAAD - განმეორებითი მოწვევა ყოფილი სტიპენდიატებისთვის


აღწერა:

კვლევითი სტიპენდია უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის.


1 2 3 4 »