პროექტის შესახებ

პროექტი ProGeorgia დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" მიერ და მიზნად ისახავს დონორი ორგანიზაციების მონაცემთა ბაზისა და საძიებო სისტემის შექმნას.

ProGeorgia არის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში სტრუქტურირებული საძიებო სისტემის შექმნის პირველი მცდელობა. საძიებო სისტემა განკუთვნილია მათთვის, ვისაც დაფინანსების მოძიება სურს:

  • საზღვარგარეთ სწავლისათვის
  • საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ
  • კვალიფიკაციის ამაღლებისათვის
  • ორგანიზაციული განვითარებისათვის და ა.შ.

შესაბამისად საძიებო სისტემის მთავარი სამიზნე აუდიტორიაა:

  • კერძო პირები
    • სტუდენტები და სწავლის გაგრძელების მსურველები
    • აკადემიური პერსონალი, მეცნიერები
    • უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების/ცენტრების ადმინისტრაციული პერსონალი
  • ორგანიზაციები
    • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
    • კვლევითი ინსტიტუტები/ცენტრები
    • უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები 

პროექტი უზრუნველყოფს რელევანტური ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და ამ ინფორმაციის გამოყენებისათვის მომხმარებელთა კომპეტენციის გაუმჯობესებას.

საძიებო სისტემაში შეყვანილია ის დონორი პროგრამები/ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე და საქართველოში რეგისტრირებულ დაწესებულებებზე. ცხადია, შეუძლებელია დონორების სრულყოფილი ჩამონათვალის შექმნა - ზოგი პროგრამა ერთჯერადად აცხადებს საგრანტო კონკურსს, ზოგი მილევად რეჟიმში მუშაობს, ამავდროულად იზრდება საქართველოს დაშვება დაფინანსების ახალ რესურსებზე - შესაბამისად მუშაობა ჩამონათვალის შევსებაზე გაგრძელდება.

დონორების არსებული სია შეიქმნა ვებ-რესურსების შესწავლის შედეგად. პროექტის განხორციელებისათვის ასევე გამოვიყენეთ ის ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ ევროპის ქვეყნებში Erasmus+ ეროვნული სააგენტოებიდან, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნების საელჩოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებიდან.

პროექტის ამოცანებია:

  • ყველა დაინტერესებული პირისათვის რელევანტურ ინფორმაციაზე (მათ შორის სასწავლო და სამეცნიერო რესურსებზე) ხელმისაწვდომობის გაზრდა
  • ქვეყნის უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებული აკადემიური და (უფრო მეტად) ადმინისტრაციული პოტენციალის ორგანიზება დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისათვის
პროექტს ახორციელებს UNI.GE - განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია:
  • ლიკა ღლონტი - პროექტის იდეა, გზამკვლევი
  • მარინა ხიზანიშვილი - პროგრამული უზრუნველყოფა და ვებგვერდის შემუშავება
  • გიორგი ჯავრიშვილი - ვებ დეველოპერი
  • ნინო ურუშაძე - დონორი პროგრამების/ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა
  • თათა ლორთქიფანიძე - დონორი პროგრამების/ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა
  • ხატია ნიკოლაიშვილი - უნივერსიტეტების მონაცემთა ბაზა